ალუბლები

  • საზაფხულო სკოლა

    საზაფხულო არდადეგები, ნანატრი შვებულება - პერიოდი, როდესაც შეგვიძლია ყველაზე მეტი დრო გავატაროთ საკუთარ შვილებთან.

    როგორ გავხადოთ ეს დრო სასიამოვნო, საინტერესო და მაქსიმალურად სასარგებლო?

    ბავშვების აღზრდის საკითხებში დედის როლი უმნიშვნელოვანესია. დედობა საოცარი ფენომენია, იგი ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული.მართალია, დედის როლი და პასუხისმგებლობა ბავშვის მოვლისა და აღზრდის პროცესში დღესაც წამყვანია, მაგრამ სულ უფრო და უფრო იზრდება მამების აქტიური მონაწილეობაც. მრავალრიცხოვანი კვლევები აჩვენებს, რომ მამები პოზიტიურ (პირდაპირ ან არაპირდაპირ) გავლენას ახდენენ ბავშვის განვითარებაზე, როდესაც მათ აქტიური როლი უკავიათ ზრუნვის პროცესში.

    დედებს და მამებს აქვთ განსხვავებული თამაშის სტილი და ბავშვები  სარგებელს იღებენ ორივესგან. მაგ: მამები  ამჯობინებენ  ენერგიულ  თამაშებს, რაც მოითხოვს ფიზიკურ დატვირთვას, ხოლო  დედები უმეტესად თამაშობენ მშვიდ თამაშებს, იყენებენ მეტ სათამაშოებს და წიგნებს.

    ეს იდეალური ვარიანტია!!! მაგრამ ...

    ძალიან ხშირად დედიკოებისაგან მესმის, დაიწყო არადადეგები და ჩემი ნევრების შლა, ვერაფრით ვერ ვაცილებ კომპიუტერს, ტელევიზორს, მთელი დღე  ზის, გარეთ არ გადის. რა მოვუხერხოთ ამ პრობლემას?

    ამისათვის არსებობს ჩვენი საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში, 1 მაისიდან გთავაზობთ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს 3 დან -12 მდე ,საბავშვო ბაღს 1,3 თვდან 7 წლამდე.


    გთავაზობთ საინტერესო პროგრამას საბავშვო ბაღში, შეუზღუდავი დროით 9 დან 19.00 მდე. შაბათის ჩათვლით.

    მოსამზადებელი ჯგუფები სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (სასკოლო მზაობის პროგრამა), შემეცნებითი აქტივობები, უცხოენები, ვოკალი, ქორეოგრაფია, ხელოვნების სკოლა, ინტელექტუალური წრე, ბალეტი, საინტერესო ღონისძიებები, ექსკურსიები.


    გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 1 ივლისამდე. წინასწარ განვსაზღვროთ დრო და მომსახურების ტიპი.